მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ბანკები რითეილის ნაწილში იპოთეკური სესხების გაცემას შეზღუდავენ, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება დეველოპერული სექტორისთვის"

5e80593e6d541
თათია ჩაფიჩაძე
29.03.20 13:00
1230
კომპანია „ბალავარში“ იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობის დახმარება სამშენებლო ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული იქნება და ინფრასტრუქტურული პროექტები კომპანიებზე თანაბრად გადანაწილდება, რათა ბიზნესს დამატებითი ფულადი რესურსი გაუჩნდეს. 

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი საბანკო შეღავათებსაც შეეხო და განაცხადა, რომ აუცილებელი იქნება ბანკებმა თითოეულ პროექტთან მიმართებით, ინდივიდუალურად იმოქმედონ.

„გაყიდვების დანაკლისის გამო, სახელმწიფოს თანადგომა უმნიშვნელოვანესი იქნება. პირველი რისი მოლოდინიც გვაქვს, არის მაქსიმალურად ბევრი ინსფრასტრუქტურული ტენდერი და იმედი გვაქვს,  კომპანიებზე თანაბრად გადანაწილება, რათა შევძლოთ მუშაობა და დამატებითი ფულადი რესურსის გაჩენა. 

რაც შეეხება საბანკო მიმართულებას, მე მესმის რისკები და ბანკის მიდგომა, თუმცა ვისურვებდით, რომ ფინანსირების ნაწილში მათი მხრიდან სათითაოდ იქნას განხილული კომპანიების მიმდინარე პროექტები. არიან კომპანიები, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვთ, არიან ისეთები, რომლებიც ახლა ამთავრებენ, ამიტომ მათი განხილვა ცალკეულად უნდა იქნას და რითეილის ნაწილშიც, ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება სრული ბლოკადა. ჩვენ კომანიებს გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება და ამის შემდგომ გადადიან მომხმარებლები სესხზე. თუ მოხდება ამის სრული ბლოკადა და ბანკები შეზღუდავენ რითეილის ნაწილში იპოთეკური სესხების გაცემას, ძალიან დიდი დარტყმა იქნება სამშენებლო და დეველოპერულ სექტორზე“ - განაცხადა გეგა თოფაძემ.