მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ბიზნესები არ ამუშავდება, შესაძლოა, მათ საბანკო სექტორი ჩაითრიონ" - ლევან ვეფხვაძე

5eb43102a74a4
ნინი ლონგურაშვილი
07.05.20 20:20
1242
"თუ თქვენ შეხედავთ ეკონომიკის გახსნის ტალღებს და შეხედავთ ბანკების მიერ ბიზნესებზე რესტრუქტურიზაციის შეთავაზებულ გეგმებს, ისინი დროში ერთმანეთთან აცდენილია", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, ბიზნესების ამუშავება მთავარია, იმისათვის რომ მათ ფინანსური ვალდებულებები ბანკების მიმართ შეასრულონ.

“ჩვენ ვიცით, რომ კომერციულმა ბანკებმა გარკვეული გადავადებები ბიზნესებს მისცეს და გადახდებთან დაკავშირებით მათი სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა, მაგრამ თუ თქვენ შეხედავთ ეკონომიკის გახსნის ტალღებს და შეხედავთ ბანკების მიერ ბიზნესზე რესტრუქტურიზაციის შეთავაზებულ გეგმებს, ისინი დროში ერთმანეთთან აცდენილია. ამიტომ დროზე გადმოწევა და მათი ამუშავება მთავარია, იმისათვის, რომ ბიზნესმა, თავისი ფინანსური ვალდებულებები ბანკების მიმართ შეასრულონ, რომ ჩვენ არ მივიღოთ მძიმე სიტუაცია ბანკების მხრივ, იმიტომ რომ თუ ბიზნესები არ ამუშავდა და ვალდებულებების გასტუმრება არ დაიწყო, იქ უკვე შესაძლოა საბანკო სექტორი ჩაითრიონ. თუ ეს ასე მოხდა, ჩათვალეთ რომ 5 წელი დაგჭირდება იმ ნიშნულზე დაბრუნება რომელიც 2019 წლის დეკემბერში გვქონდა", – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.