მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბიზნესები დაგვარწმუნებენ, რომ ჯანდაცვის წესებს იცავენ, მუშაობას გააგრძელებენ - თურნავა

5e85b1b87254a
ინგა მურუსიძე
02.04.20 13:29
1400
დახურული ბიზნესები, რომლების დაგვარწმუნებენ, რომ ჯანდაცვის წესებს იცავენ, მუშაობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი და ყველაზე მთავარი არის ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოება.

„იმ ბიზნესებს, ვისი საქმიანობაც დღეს დროებით არის შეჩერებული ისევ და ისევ მთავარი ამოცანიდან და პრიორიტეტიდან, რასაც ჩვენი მოსახლეობის დაცვა ჰქვია, მინდა ვუთხრა, რომ ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს იმ გარანტიებს, რომ დაგვანახებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანშრომლების, ასევე კლიენტების უსაფრთხოებას, ამ ბიზნესების საქმიანობა იქნება დასაშვები, თუმცა პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, - განაცხადა თურნავამ.