ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვების ვალდებულება - ეს არის რეგულაცია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და მსხვილ მობილურ ოპერატორებს შორის განხილვისა და დაპირისპირების საგნად იქცა. MVNO - ანუ მობილური ვირტუალური ოპერატორი არის კომპანია, რომელიც მოხმარებელს ისეთივე სერვისს აწვდის, როგორსაც სხვა მობილური ოპერატორები, თუმცა საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. ამიტომ სხვა მობილურ კომპანიებს - "მაგთიკომს", "ბილაინსა" და "სილქნეტს" აქვთ ვალდებულება, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საკუთარ ქსელზე დაუშვან მობილური ვირტუალური ოპერატორები. მსხვილი მობილური ოპერატორები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია რეგულაციის იმ ფორმით მიღება, როგორსაც მარეგულირებელი სთავაზობს: მაგალითად, თუ ორი ბიზნესი ერთმანეთთან ვერ შეთანხმდება, მოუწევთ კომუნიკაციების კომისიის მიერ შეთავაზებულ პირობებს დასთანხმდნენ. კომპანიები ამბობენ, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში აღარ არსებობს ვირტუალური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულება და ეს მხოლოდ ბიზნესსუბიექტებს შორის მოლაპარაკების საგანია.
"თუ ბიზნესში არ არის პარტნიორობა, ვერცერთი კომისია ვერ იპოვის გამოსავალს, რომლითაც მომხმარებელი საუკეთესო პროდუქციას მიიღებს", - ასე პასუხობს "ბილაინის" დირექტორი ლაშა ტაბიძე bm.ge-ს შეკითხვას.
მისი თქმით, ამ საკითხზე მხარეებს შორის განხილვები მიმდინარეობს. ლაშა ტაბიძე დარწმუნებულია, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში ამ სფეროში მოქმედ ბიზნესებსაც არ დააზარალებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი