02.მარტი .2021 23:20

“თუ ჩინურ და რუსულ ვაქცინას ამდენი ადამიანი იკეთებს, რაღა ჩვენ გაგვანადგურებს?” - ერეკლე კოკაია

“თუ ჩინურ და რუსულ ვაქცინას ამდენი ადამიანი იკეთებს, რაღა ჩვენ გაგვანადგურებს?” - ერეკლე კოკაია
views 438
უკან

ტურიზმის სექტორმა მთავრობის მიმართ გუშინ მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წარდგენილ მოთხოვებს შორის, ერთ-ერთი ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით შემოტანაა. 

როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, ამის მზაობაც არსებობს - თუმცა საუბარია ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე, რომლის 100 000 დოზის შემოტანას კერძო სექტორი თავის თავზე აიღებს, სახელწმიფოს მხრიდან კი ისინი უბრალოდ ნებართვას ელიან.

“ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვცდილობთ, ჩვენ გვინდა ის ვაქცინა, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი აკეთებს და თუ ამას ამ ადამიანებისთვის აქვს მხოლოდ დადებითი შედეგი აქვს, რაღა მაინც და მაინც ჩვენ გაგვანადგურებს. თუ ამ ვაქცინებს იკეთებს ისეთი ქვეყნები როგორებიცაა სერბეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ხორვატია, თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანი და თურქეთი, შესაბამისად, თუ იმათ არაფერი მოსდით და მხოლოდ კარგი შედეგები აქვთ, ჩვენზე რატომ ექნება უარყოფითი შედეგი? თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, ნებისმიერ ვაქცინაზე, რომელიც აკრედიტირებულია ან იკეთებს მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ეს ვაქცინები შემოვიტანოთ. ეს იქნება ნებაყოფლობით, თუ გინდა ფულს გადაიხდი და გაიკეთებ", - ამბობს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა