მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ დასაქმებულების დაზღვევას კერძო სექტორი გადაიბარებს, ბიუჯეტი ასეულობით მილიონს დაზოგავს” - "არდი"

62bb0e780b1ec
მარიამ იზორია
02.07.22 13:03
1796
“თუ დასაქმებულების დაზღვევას კერძო სექტორი გადაიბარებს, ბიუჯეტი ასეულობით მილიონს დაზოგავს”- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია “არდის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სადაზღვევო ინდუსტრია ფორმალურ სექტორში დასაქმებულებისა და მათი ოჯახების სავალდებულო საბაზისო დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა.

“ჯანდაცვის კომპონენტი ბიუჯეტში და ჯანმრთელობის დაზღვევის კომპონენტი სადაზღვეო კომპანიების შემოსავლებში არის ძალიან დიდი, იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა თითქმის არც ერთი კომპანიისთვის მომგებიანი არ არის, შემოსავლის ნაწილში მთელი ბაზრის 50% უჭირავს. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ამ კუთხით იაქტიურებს, ეს ყველაზე მეტ ბენეფიტს მისცემს ბიუჯეტს და მარტივი კალკულაციით საყოველთაო დაზღვევის ნაწილი, დასაქმებულების დონეზე, კერძო ინდუსტრიას რომ გადაბარდეს, ეს ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი განტვირთვა იქნება. საუბარია, რამდენიმე ასეულ მლნ ლარზე, რომლის დაზოგვასაც სახელმწიფო შეძლებს.

ეს კარგ შედეგს მოგვცემს, რადგან ბიუჯეტს წნეხი მოაკლდება, ჯერჯერობით ამ კუთხით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს” - ამბობს “არდის” გენერალური დირექტორი.