მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ დღეს საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის, ეს ევროპული ინვესტიციების ხარჯზე ხდება - კახა ხაზარაძე

640c5fbbbfe67
ლიკა გურაბანიძე
11.03.23 14:59
943
“ICR ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ევროპას ბიზნესის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით უმსხვილეს პარტნიორად მიიჩნევს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას მან აღნიშნა საქართველოს წინსვლა სწორედ ევროპიდან შემოსულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული.

“თუ დღეს საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის ეს მთლიანად ევროპული ინვესტიციების ხარჯზე ხდება, იმიტომ, რომ ის საერთაშორისო ბანკები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს აფინანსებენ მათი 80% კაპიტალი დღეს ევროპიდან შემოედინება. ნებისმიერი სწორად განვითარებული ბიზნესმოდელი ევროპულ კომპანიებთანაა დაკავშირებული. ყველაზე დიდი ბაზარი ევროპული და ამერიკულია.

ევროპა ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა მნიშვნელოვანია, რადგან შიდა ბაზარი საკმარისი არაა, ამიტომ ჩვენ გარე ბაზარი გვჭირდება. ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, გამჭვირვალობა, დემოკრატიული პროცესებში მონაწილეობის მიღება და ამ ყველაფრიდან ძლიერი ქვეყნის მშენებლობა. ჩვენც ამ პროცესის ნაწილი რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ.” - აღნიშნა ხაზარაძემ.