მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით - "ემ ბი სი"

5ec114b3b2a54
ანუკა ჯოხაძე
17.05.20 15:00
1536
"თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით”, - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლიკვიდურობის პრობლემაზე საუბრობენ. როგორც “ემ ბი სი”-ს გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები პანდემიის გამო საშეღავათო პერიოდით სარგებლობენ, ფულადი ნაკადების შემოდინება პრაქტიკულად, არ ხდება და ამ ეტაპზე ფულად სახსრებს ვერც საერთაშორისო კრედიტორებისგან იღებენ.

„იცით, რომ მარტიდან დაწყებული, ჩვენი მომხმარებლები საშეღავათო პერიოდით სარგებლობენ, შესაბამისად, პრაქტიკულად არ ველოდებით ფულადი თანხების შემოდინებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ფულადი სახსრების დეფიციტს ქმნის. ამას თან ერთვის ისიც, რომ სამწუხაროდ, ბანკებმა და ჩვენმა საერთაშორისო კრედიტორებმაც დაფინანსებაზე, ჯერჯერობით, მორატორიუმი გამოაცხადეს. განიხილავენ, აფასებენ რისკებს, ამიტომ პრაქტიკულად არ გვაქვს ფულადი სახსრების შემოდინების საშუალება არცერთი მხრიდან. თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდა, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით“, - აცხადებს “ემ ბი სი”-ს გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილის განმარტებით, თუ ბაზარზე მსგავსი სიტუაცია დიდ ხანს შენარჩუნდა და ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების მსგავსად, თუ მიკროსაფინასო ორგანიზაციებისკენაც არ მიმართა ლიკვიდური სახსრები, სექტორს გაუჭირდება.

“რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ განიხილავენ შესაძლებლობას მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც მიაწოდონ ლიკვიდური სახსრები, რადგან ბანკებს უკვე მიაწოდეს საკმაოდ დიდი ოდენობით. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით მიკროსაფინანსოების შემთხვევაში გადაწყვეტილი არ არის; ეს კი შეიძლება ითქვას, იქნება ამ სიტუაციაში ყველაზე უფრო ქმედითი დახმარება, რაც ეროვნულმა ბანკმა შეიძლება აღმოუჩინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს“, - ამბობს “ემ ბი სი”-ს გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი.