მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არ გაემგზავროთ ამ ქვეყნებში" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

5e56c499845e6
BM.GE
26.02.20 23:14
1053
მთავარი რეკომენდაცია გახლავთ შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები, ეს გალხავთ ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. ეს რეკომენდაციები ხშირად გაიცემა და უკვე განხორციელდა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მიმართ რეკომენდაციაა, რომ თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში.

„ხშირად კითხულობენ იტალიაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვები წესდება იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რამდენიმე პროვინციაზე, სადაც არის დღეს ეს ეპიდაფეთქება.

დანარჩენი რეკომენდაციები გახლავთ ზოგადი ჰიგიენური რეკომენდაციები, რასაც ჩვენ მუდმივად ვიძლევით რესპირაციული ინფექციების, ძირითადად გრიპის დროს. ეს არის კარგი ჰიგიენური პირობების დაცვა, რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, სველი წესით სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებელი ადგილების დალაგება, ხშირი განიავება, თავის მორიდება დიდი თავშეყრის ადგილების. თუ მივდივართ დიდი თავშეყრის ადგილებში და ჩვენ თვითონ გვქვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია და რეკომენდებულია ქირურგიული პირპადის გამოყენება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია, რომ თუ გვაქვს სიმპტომები - ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსული ინფექცია არის საკმაოდ გავრცელებული, აუცილებელია პირველივე შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, - „ჩვენს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელიც დღეს დასახელებულია, ოთხი ინფექციური პროფილის კლინიკა ქვეყანაში - თბილისის ცენტრალური, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები, შემდეგ ნაცხი გადმოიგზავნება ლუგარის ცენტრში, ჩატარდება კვლევა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, არის თუ არა ინფიცირება.

მე მაინც კიდევ ხაზი მივდა გავუსვა, და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ კორონავირუსის ინფექცია, 2019 წლის კორონავირუსული ინფექცია, დიახ გახლავთ სერიოზული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, არა იმდენად სერიოზული, როგორიც იყო მისი წინა მაღალი ინფექციები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.