საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” მოღვაწეობს და სათავეში უდგას ისეთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას,ასევე აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს გულისხმობს. საკუთარი საქმიანობის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა გადაცემა “ფორბს კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ზურაბ ნოღაიდელი გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას კრიტიკას, რომელმაც ელექტროენერგიის იმპორტის განმახორციელებელი შუამავალი კომპანიები დაადანაშაულა, რომ მათ ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად, იმპორტის ფასების შემცირება არ სურთ. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვა არ არის მომგებიანი და სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებები, შესაძლოა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო. ნოღაიდელი ამას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქობულიას კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილებას აქვს, თუმცა, მიუხედავად ამ გამოცდილებისა, მაინც განაცხადა, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ფასი არა ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ მოლაპარაკებების უნარზეა დამოკიდებული.
“თუ გიორგი ქობულია კვლავაც ფიქრობს, რომ რომელიმე ბიუროკრატის მოლაპარაკებების უნარი უფრო მნიშვნელოვანია (ელექტროენერგიის იმპორტის) ფასების დადგენაში, ვიდრე საბაზრო პრინციპები და კონკურენცია, მაშინ დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში და იქ იცხოვროს. ეს ერთდროულად არ ხდება”,- განაცხადა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელს უკვირს, რატომ აკრიტიკებს ახლა უკვე ყოფილი მინისტრი კომპანია “ელ-გრინს”, როცა ელექტროენერგიის იმპორტით სხვა ქვეყნებიდან სხვა კომპანიებიც არიან დაკავებული.
“ეს საკითხი დასვა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, და იმის მიუხედვად, რომ ეს ადამიანი არ დაბადებულა, თუმცა, გაიზარდა კერძო სექტორში, საკითხი დასვა ასე, რომ თურმე, ელექტროენერგიის იმპორტის ფასს განაპირობებს არა კონკურენცია და ბაზარი, არამედ თურმე მოლაპარაკების უნარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის”,- აცხადებს ნოღაიდელი.
მისივე განმარტებით, სანამ ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში კერძო კომპანიები დაიწყებდნენ, მანამდე არსებობდა სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებები და წლების წინ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორი მხოლოდ რუსეთი იყო; ბაზარზე “ელგრინის” გამოჩენის შემდეგ კი რუსეთის “ჰეგემონია” დასრულდა და იმპორტის ფასიც შემცირდა.
“მანამდე ელ.ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში რუსეთის ხელში იყო მონოპოლიზირებული, შესაბამისად, იმპორტის ფასებიც მაღალი იყო. სადაც მონოპოლიაა, იქ კონკურენციაზე საუბარი არც არის.
მანამდე რუსეთი პრაქტიკულად სრული ჰეგემონი იყო. ფასებიც მაღალი იყო, დაახლოებით 7.5 ცენტი იყო ელექტროენერგიის იმპორტის ფასი საქართველოში. ამას იმ პერიოდისთვის ელექტროენერგიის ტარიფზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონდა, რადგან იმპორტის წილი დიდი არ იყო, მაგრამ შემდეგ წლებში, როცა იმპორტი გაიზარდა, ფასი იგივე რომ შენარჩუნებულიყო, საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენდა ტარიფზე…
“ელგრინის” საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადებები ნებით თუ უნებლიედ წყალს ასხამს იმაზე, რომ დაბრუნდეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე რუსეთის მონოპოლია”,- აცხადებს ნოღაიდელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის