მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ გვეტყვით იდეას, როგორ შევარჩიოთ მომღერლები საახალწლოდ, გავითვალისწინებთ - კალაძე

6385c4a17bffb
ინგა მურუსიძე
29.11.22 12:52
1146

თუ მეტყვით მეთოდს, იდეას, როგორ შევარჩიოთ მომღერლები საახალწლოდ, ხმის ტემბრით, თუ რის მიხედვით, აუცილებლად გავითვალისწინებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერიას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საახალწლო ღონისძიებები პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დაიგეგმა და ტენდერები არ ტარდება.

თბილისის მერი ამბობს, რომ იმდენი კონცერტი ტარდება, რომ ყველაფრის ტენდერზე გამოტანა შეუძლებელია. მედიის მითითებაზე, რომ შესაძლებელია ტენდერი გამოცხადდეს სრულ მომსახურებაზე, ან კონკრეტულ ლოკაციებზე საახალწლო სოფლების მოწყობაზე, კალაძემ არ უპასუხა. 

„თუ თქვენ მეტყვით რაიმე მეთოდს, როგორ შევარჩიოთ კონკრეტული მომღერალი, ხმის მიხედვით, ტემბრის მიხედვით თუ როგორ, მითხარით... თუ მომცემთ ამის იდეას, დიდი სიამოვნებით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას სამსახურები და გამოაცხადებენ ტენდერებს. კონცერტები არის ყოველ დღე, 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ამიხსენით როგორ უნდა გამოცხადდეს ამ ყველაფერზე ტენდერები“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 22 დღე გაგრძელდება - რა თანხას დახარჯავს მერია?