მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ ინფიცირება გაიზრდება, ზამთრის სეზონზე შემოსავალი 70%-ით შეგვიმცირდება" - მაია მურაჩაშვილი

616eee5c74b8f
ანუკა ჯოხაძე
19.10.21 21:40
800
ჯანდაცვის სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს საუბარი ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთა ტალღის დაწყებაზე. ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც, ამის პარალელურად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი.

ინფიცირების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ზამთრის კურორტებზე არსებული ბიზნესები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ არ დასტაბილურდა, ტურისტები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ, ეს კი მათ შემოსავლების ძირითად ნაწილს დააკარგვინებს.

“ინფიცირების მაჩვენებელმა თუ ზრდა განაგრძო, ძალიან შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ალბათ გადავალთ ისევ ინდივიდუალურ ჯავშნებზე. ეს კი ის ტურისტები იქნებიან, რომლებსაც პანდემიის და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც უნდათ საქართველოში მოგზაურობა. ამ შემთხვევაში ალბათ მოგვიწევს ადგილობრივ ბაზარზე მუშაობა, რაც სავარაუდოდ შემოსავლებს 70%-ით შეგვიმცირებს, ვინაიდან შემოსავლის 70% ზამთრის სეზონზე უცხოელ დამსვენებელზე მოდის", - აცხადებს სასტუმრო "გისტოლას" მმართველი მაია მურაჩაშვილი.