თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მან შესაბამისი მიმართვით და კითხვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას.
პარლამენტში დარჩქარებული წესით განიხილავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს რამდენიმე კანონში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.
„რეალურად, მარეგულირებელს ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ, ცუდი განზრახვების პირობებში შეაჩეროს კლინიკის საქმიანობა, პლიუს, ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე, შეჩერების შემდგომ დაბრუნების მექანიზმი თურმე მერე უნდა მოიფიქროს მთავრობამ. გთავაზობთ, რომ აქვე განვიხილოთ ჩარჩო სანებართვო პირობების დაბრუნების, დაიყოს ტექნიკური რეგლამენტით ჯგუფებად კლინიკები და ა.შ. თუ ეს არ იქნება შეტანილი კანონპროექტებში, ალბათ ჩაჯდებით იმ ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციაში, რომლითაც რეგულატორებს უნდათ, რომ ბიზნესები მაქსიმალურად აკონტროლონ“, - მიმართა ლევან კობერიძემ თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელს, ანუ ლიცენზიის და ნებართვის გამცემ ორგანოს აქვს უფლებამოსილება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ლიცენზიის და ნებართვის გაუქმების თაობაზე.
„ამ შემთხვევაში სასამართლო ერევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული მხარე, ანუ სამედიცინო დაწესებულება ამ გადაწყვეტილებას გაასჩივრებს და მიმართავს სასამართლოს. რაც შეეხება გაუქმების შემთხვევაში სასამართლოს მონაწილეობას, აქაც გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი ნებარვის შეჩერების და არა გაუქმების თაობაზე. აქაც, გაუქმებული ლიცენზიის აღდგენა ბევრად რთული პროცედურაა, ვიდრე შეჩერებული ლიცენზიის ან ნებართვის თავიდან აღდგენა, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ამის ნებართვას მისცემს. ამდენად, არც აქამდე ყოფილა სასამართლოს მონაწილეობა ლიცენზიის გაუქმების საკითხში.
რა თქმა უნდა რჩება გასაჩივრების მექანიზმი, რასაც სამედიცინო დაწესებულება გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში. ამ მხრივ შეოთავაზებული ცვლილება სასამართლოს როლის გამოთიშვას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების პროცესში იმ სამედიცინო საქმიანობას და პაციენტების მკურნალობას, ამის გამოცდილება უკვე დავაგროვეთ, სოციალური მომსახურეობის სააგენტო დაუყოვნებლივ ახდენს პაციენტების გადანაწილებას სხვა მსგავსი სერვისების მქონე დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული ბაზისური მოთხოვნები ზუსტად იყოს გაწერილი, რა საკითხზეც კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის