13.ოქტომბერი .2021 14:03

თუ კერძო სექტორში იზრდება ხელფასები, საჯაროშიც უნდა იზრდებოდეს და - პირიქით - კაკაურიძე

თუ კერძო სექტორში იზრდება ხელფასები, საჯაროშიც უნდა იზრდებოდეს და - პირიქით - კაკაურიძე
views 786
უკან

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საჯარო სექტორში დღეს დაბალი ხელფასებია, რის გამოც, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან კონკურენციის მიზნით, არსებობდეს ფორმულა, რომლის საფუძველზეც ხელფასები ყოველწლიურად გადაიხედება.

“ის, რომ საჯარო სექტორში ხელფასები წლების განმავლობაში გაყინულია, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე. შედეგად, მივიღებთ ძალიან არაეფექტიან საჯარო სექტორს, რაც არავის ინტერესში არ შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ გარკვეული რესურსები მოვიძიოთ იმისათვის, რათა შევძლოთ საჯარო სექტორში ანაზღაურების მოწესრიგებისკენ ნაბიჯები გადავდგათ და გარკვეული წესი დავადგინოთ, როგორც მაგალითად, პენსიებზე დავადგინეთ ინდექსაცია, აქაც საჭიროა გარკვეული წესი დადგინდეს, რომ ყველამ იცოდეს, ვინც საჯარო სექტორში დღეს მუშაობს ან აპირებს მუშაობას, როგორ გაიზრდება მისი ხელფასი. თუ  კერძო სექტორში იზრდება ხელფასები, საჯარო სექტორშიც უნდა იზრდებოდეს და თუ კერძო სექტორში შეფერხებაა და არ იზრდება ხელფასები, მაშინ არც საჯაროში არ უნდა გაიზარდოს", - აცხადებს კაკაურიძე.

მისივე თქმით, 2016 წლიდან მოყოლებული, რელაურად, საჯარო მოხელეების ხელფასი 30%-ითაა შემცირებული.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელეთა ანაზღაურებაზე 1.65 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 20 მილიონით მეტია.

საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია, აუცილებელია მისი გაზრდა - გიორგი კაკაურიძე

„საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კორელაციაში უნდა იყოს“ - გიორგი კაკაურიძე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა