მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ კიდევ უნდათ, რომ რაღაც სახე შეინარჩუნონ, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს" - მამუკა ხაზარაძე

5e6753a25366f
ინგა მურუსიძე
10.03.20 12:45
958
თუ კიდევ უნდათ, რომ რაღაც სახე შეინარჩუნონ, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე არის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

„სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პროკურატურა არის ჯიბის პროკურატურა, ისევე როგორც სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მე ჩემ თავზე მიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ საქმეში მონაწილეობა, წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს. ამიტომ მას ძირფესვიანად შევცვლით არჩევნების შემდეგ. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო დიდი ხნის წინათ, არც უნდა დაწყებულიყო და თუ კიდევ უნდათ რომ შეინარჩუნონ რაღაც სახე, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ეს საქმე სასამართლოში მიმდინარეობდეს და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

შეგახსენებთ: საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პროკურატურა ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.