მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ „კოვაქსიდან“ მოწოდებულ ვაქცინას ვერ ავითვისებთ, მომდევნო დოზებზე კითხვები იქნება - გაბუნია

605b079d6b9b9
ინგა მურუსიძე
24.03.21 13:44
860
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, "თუ „კოვაქსიდან“ მოწოდებული ვაქცინების დოზების მაღალი ათვისება არ მოხდება, მომდევნო მოწოდებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დაისმება".

ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტის კითხვას - შეიძლება თუ არა „კოვაქსმა“ უარი თქვას ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდებაზე იმ შემთხვევაში, თუ დოზების ათვისება ვერ მოხდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვაქსიდან მიღებული დოზები სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია და თუ ჩვენ პირველ ეტაპზე კარგ შესრულებას არ ვუჩვენებთ, შემდეგ კითხვის ნიშნები დაისმება მოდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის; საქართველოში „კოვაქსის“ მეშვეობით უკვე შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომლის ათვისება საკმაოდ დაბალია. დღეს ღამით უკვე „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.