მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, აივნის მოაჯირების, აბაზანის სისტემებისა და მინის მწარმოებელი კომპანია LGG-ის დამფუძნებელი ზურა გიორგაძე BM.GE-თან სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი სირთულე მწარმოებლების არათანაბარ პირობებში ოპერირებაა.
მისივე ცნობით, მცირე მწარმოებლები, რომლებსაც შედარებით შეღავათიანი საგადასახადო ვალდებულებები აქვთ, პროდუქციას უფრო დაბალ ფასად ყიდიან და ბაზრის მნიშვნელოვან წილსაც იკავებენ.
„ვიღაცას, კერძოდ მცირე მწარმოებელს, შეუძლია, რომ ფაქტურა არ გამოწეროს, უბრალოდ მანქანაზე დააკრას და ისე ატაროს ეს მინაფანჯარა, ჩეკი არ ამოარტყას და ა.შ. ამ დროს კი ჩვენ, დიდი მწარმოებლები, საგადასახადო მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. რა თქმა უნდა, ისინი დიდ პროექტებს ვერ ეხებიან, მაგრამ ბაზრის 60-70% უჭირავთ, რადგან მცირე ხარჯებიდან და შედარებით დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, მათი პროდუქცია ჩვენსაზე იაფი ღირს, მცირე პროექტების ავტორები კი ხარისხზე ყურადღებას არ ამახვილებენ.
ამ ეტაპზე ჩვენი მუშაობის მთავარი წყარო დიდი პროექტებია, რომლებიც აქცენტს ფასზე კი არა, ხარისხზე აკეთებენ და საერთო ჯამში, თუ ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის ხარისხზე მოთხოვნა გაიზრდება, ბაზარზე ლიდერები ჩვენ გავხდებით.“ - განაცხადა ზურა გიორგაძემ.
კომპანიის დამფუძნებელი მეორე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რუსეთ-უკრაინის ფონზე მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ გარემოს ასახელებს და ამბობს, რომ ომის დასრულების შემდეგ, მინის დასამზადებლად საჭირო ნედლეულზე დეფიციტი გაჩნდება.
„ამჟამად ფასების მხრივ არასტაბილური მდგომარეობაა, საკმაოდ შემცირებულია ფასები, რადგან ევროპა ამ სფეროში ინვესტირებისგან თავს იკავებს, არადა ადრე ევროპულ ბაზარზე შუშის 70% რუსეთიდან შედიოდა, ახლა კი რუსეთის დასანქცირებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, რუსეთისთვის მთავარი გასაღების ბაზარი საქართველო გახდა, ამის გამო ფასი დაეცა, თუმცა როგორც კი ომი დასრულდება ამ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება და დეფიციტიც გაჩნდება.
ჩვენ სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში უკრაინიდანაც შემოგვქონდა შუშა, თუმცა ნოემბრიდან შევწყვიტეთ, რადგან უკრაინას ელექტროენერგია არ ჰქონდა, შუშის დასამზადებელ დანადგარებს კი 24-საათიანი ელექტროენერგია სჭირდება, შესაბამისად საწარმოები გაჩერებული იყვნენ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მარტის ბოლოდან ეს სიტუაცია შეიცვლება და უკრაინიდან ნედლეულის იმპორტს გავაახლებთ.“ - განმარტავს ზურა გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ LGG ბაზარზე 20 წელია ოპერირებს, გასულ წელს კომპანიამ წეროვანში მინის ახალი საწარმო გახსნა და წარმადობა 100%-ით გაზარდა, ამჟამად თვიურად 5-6 ათას კვადრატულ მინას აწარმოებენ, თუმცა უახლოეს მომავალში ამ რაოდენობის 10 000-მდე გაზრდას გეგმავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი