მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მოქალაქეებმა შეზღუდვები არ დაიცვეს, სანქციების დაწესება ფორმალობაა - გაბუნია

6108f96744a9e
ინგა მურუსიძე
03.08.21 12:17
547
თუ მოქალაქეებმა შეზღუდვები არ დაიცვეს, სანქციების დაწესება ფორმალობაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მან ქორწილებსა და დიდ სუფრებზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მსგავსი ღონისძიება წესების დარღვევით იმართება.

„ქორწილები და დიდი სუფრები რაც იმართება, არც ერთი არ არის რეგულაციების დაცვით. ამდენად ჩვენთვის მთავარი ბერკეტი არის მონიტორინგი და სანქციები, რომელიც დღეს უკვე დაწესებულია. იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც მოქმედი და დაწესებულია, დაგეგმილი არ არის, მთავარია აღსრულდეს, ის რაც დაწესებულია.

პასუხისმგებლობა ქორწილში მონაწილესაც ეკისრება, თითოეულმა მოქალაქემ თავისი თავისთვის, ახლობლების ჯანმრთელობისთვის უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ასეთი ღონისძიებების დროს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.