17.აპრილი .2021 00:00

“თუ მორიგი ჩაკეტვა იქნება, მოგვიწევს კიდევ რამდენიმე ობიექტის დაკეტვა”- MGROUP

“თუ მორიგი ჩაკეტვა იქნება, მოგვიწევს კიდევ რამდენიმე ობიექტის დაკეტვა”- MGROUP
views 344
უკან

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, ბიზნესს მორიგი ლოქდაუნის მოლოდინი აქვს. შესაძლო ჩაკეტვაზე BM.GE-ისთან კომპანია MGROUP-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ MGROUP-საც კი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, და რომლის ქოლგის ქვეშაც არაერთი რესტორანი ერთიანდება, შეზღუდული ფინანსური რესურსებით უწევს ოპერირება. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მორიგი ლოქდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილებას მიიღებს, MGROUP-ს ობიექტების შემცირება მოუწევს.

“რესურსები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ძალიან შეზღუდულია. ისეთ მსხვილ კომპანიასაც კი, როგორიც MGROUP-ია, რამდენიმე რესტორანი დაკეტილი აქვს, იმიტომ რომ ამ პირობებში არალოგიკური იქნებოდა მათი გახსნა. სავარაუდოდ, თუ მორიგი ჩაკეტვა იქნება, მოგვიწევს კიდევ რამდენიმე ობიექტის დაკეტვა, რადგან ფინანსური რესურსი ამოწურულია", - ამბობს ნანუკა მჟავანაძე MGROUP-ის ბიზნეს განვითარების დირექტორი.

კომპანია MGROUP-ის შემადგენლობაში ისეთი კვების ობიექტები შედიან, როგორებიცაა “მასპინძელო”, “მეტეხის ჩრდილი”, “უბანი”, “ოტიუმი”.