მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მოსახლეობის 60% აიცრება, ვიტყვი, რომ ეპიდემია წელში გადატეხილია - გამყრელიძე

60b775e980d83
ინგა მურუსიძე
02.06.21 16:13
584
"სხვადასხვა კვლევებით „სინოვაკის“ ეფექტიანობა 51-დან 91%-მდე მერყეობს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინდონეზიაში ბოლოს ჩატარებული კვლევით, ამ ვაქცინას ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობაზე 85%-ზე მეტი ეფექტიანობა აქვს.

გამყრელიძის ინფორმაციით, მეზობელ თურქეთში უკვე 25 მლნ-მდე ადამიანია აცრილი, ხოლო აზერბაიჯანში - 2 მილიონზე მეტი.

„საქართველოში უკვე 1 კვირაზე მეტია დაწყებულია ამ ვაქცინით აცრა და 7 186  ადამიანი აიცრა. ძალიან კარგია, რომ ამ ვაქცინამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანმო აღიარებს მის ეფექტიანობას. ჩვენი ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ მწარმოებლებთან, მათ შორის „სინოფარმთან“ და „სინოვაკთან“. ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ვაქცინებს აქვს შედარებით დაბალი დამცველობითი ეფექტი და თანმდევი ეფექტები, ვიდრე - ახალი წარმოების ვაქცინებს. საქართველოში ორივე ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია; ვფიქრობთ, ჯანმოს აღიარების შემდეგ ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ამირამ გამყრელიძემ.

გარდა ამისა, NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, „სინოვაკით“ აცრაზე პრობლემები იყო თბილისში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თუმცა ზომები მიღებულია და დედაქალაქში ხელმისაწვდომობა ფართოვდება.

მისივე თქმით, აუცილებელია, ვაქცინაცია უფრო ინტენსიური გახდეს, რადგან წლის ბოლომდე ქვეყანაში სრულად უნდა აიცრას მილიონ 600 ათასი ადამიანი. „ეს რთული ამოცანაა, მაგრამ დაძლევადი. თუკი წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება, ვიტყვი, რომ ქვეყანაში ეპიდემია წელში იქნება გატეხილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.