მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგებით, ჩვენც ვიჩხუბებთ" - სადაზღვევო ასოციაცია ტიკარაძის რეფორმაზე

5ddbf9cdcc760
თამუნა ქემერტელიძე
26.11.19 10:15
3016
“თუ მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგებით, მერე ჩვენც ვიჩხუბებთ”, - ეს განცხადება bm.ge-ისთან სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ჯადაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაწყებული ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, რასაც სამედიცინო ინდუსტრიის ნაწილი აპროტესებს.

როგორც BM.GE-ისთან დევი ხეჩინაშვილმა თქვა, „არსებობს რისკი, რომ თუ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან “მოუჭერენ”, შესაძლოა, მათ მერე სერვისების გაძვირება არასაყოველთაო პროგრამით დაზღვეულ მოქალაქეებზე გადაიტანონ.

“მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თუ კლინიკებს „მოუჭერენ“ საყოველთაოდან, მერე კლინიკები “მიდგებიან-მოდგებიან”და შეიძლება იგივე დაუზღვეველ, არასაყოველთაო პროგრამით დაზღვეულ ნაწილზე გადაიტანონ გაძვირება. მაგალითად: დავუშვათ, 13 ათასი ღირს გულის შუნტირება, ახლა მთავრობამ უთხრა, რომ დაგიფინანსებთ 10 ათას ლარსო; ამ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები შეიძლება, ჩვენ მოგვიტრიალდნენ და ეს სერვისი არასაყოველთაო ნაწილს მოგვყიდონ არა - 13,000 ლარად, არამედ - 17 ათასად”, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისივე თქმით, თუ მსგავსი შედეგი დადგება, მოქალაქეები კერძო დაზღვევაზე უარს იტყვიან და ისევ საყოველთაო პროგრამას ანუ ბიუჯეტს “დააწვებიან”.

“ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ამას სერიოზული გავლა და არგუმენტაცია უნდა. ჯერ კლინიკები კიდევ იბრძვიან, თუმცა ეს თუ ასე მოხდება, მერე ჩვენც ვიჩხუბებთ”, - აცხადებს ხეჩინაშვილი.