მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მთავრობა "APM ტერმინალსზე" გასცემს ნებართვას, ანაკლიის პორტის პერსპექტივა დასამარებული იქნება"

5e454692ec21e
BM.GE
13.02.20 16:20
1521

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა "APM ტერმინალსს" ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ნებართვას მისცეს, ეს ლოგიკურად ავარაუდებინებთ, რომ ანაკლიის პორტის პერსპექტივა დასამარდება. ლევან ახვლედიანის თქმით, ფოთის პორტი დღეს არის მონოპოლიურ მდგომარეობაში და ბოლო წლების განმავლობაში APM ტერმინალსი აქტიურობდა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ანაკლიისთვის.


"ფოთის პორტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებული იყო ინფომაციები და მინდა სრული თავდაჯერებით ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია იმდენი ტვირთბრუნვა, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს გამართლებული. აქედან გამომდინარე, თუ მთავრობა „APM ტერმინალზე“ გასცემს ნებართვას, ავტომატურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ანაკლიის პორტის პერსპექტივა დასამარებული იქნება. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მთავრობას არ გააჩნია არანაირი იურიდიული ბერკეტი იმისთვის, რომ ფოთის პორტს დაავალოს რაიმე პროექტის განხორციელება, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული პრივატიზების ხელშეკრულებით, ანუ ფოთის პორტის ბედი წყდება არა თბილისში, არამედ დანიაში, APM ტერმინალში"-აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას, როგორც ლევან ახვდელიანი ამბობს, ის ნებართვა, რომელიც APM ტერმინალსზე გაიცა და გაუქმდა შარშან მაისში, ეს იყო სწორედ ქობულიას მინისტრობის დროს.

„საკმაოდ დაფარულად გაკეთდა ეს ყველაფერი, რაც ჩემი აზრით, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და არანაირი შეკითხვა არ დასმულა მთავრობის მხრიდან. აღიარეს, თითქოს შეცდომა იყო და დაასრულეს საუბარი ამ საკითხზე“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 11 თებერვალს ფოთის ნავსადგურის ოპერატორმა, APM Terminals-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით.

APM-ში აცხადებენ, რომ ისინი არსებული პორტის გაფართოებას და გაღმავებას გეგმავენ. კერძოდ კი, APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს. ეს ფოთის პორტის მიერ ანალოგიური ნებართვის მისაღებად შეტანილი უკვე მეორე განცხადებაა.