მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ მთავრობა პრეზიდენტს არსად უშვებს, როგორ აღმოჩნდა ის ბრიუსელში“?! - პრემიერი

62a452d0d63ce
თელარა გელანტია
11.06.22 12:30
1450
„თუ მთავრობა პრეზიდენტს ბლოკავს და არსად არ უშვებს, როგორ აღმოჩნდა ის ბრიუსელში“?! - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ პრეზიდენტის მიერ ბრიუსელიდან გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მთავარსარდალს ევროპაში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმებინა.

პრემიერი ამტიცებს, რომ მან პრეზიდენტის ყველა მოთხოვნას, რომელიც საზღვარგარეთ ვიზიტებს შეეხებოდა, ხელი მოუწერა.
„მე მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტსაც, რომ ყველამ და პირველ რიგში ჩვენ - უმაღლსი თანამდებობის პირებმა კანონი და კონსტიტუცია ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მე მინდა შემდეგი რაღაც განვუმარტო მოქალაქეებს - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვას, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ხელი მოვაწერე და ყველა მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილე.

გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იყო გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. მაშინ მე ყველას ვუსვამ კითხვას - თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არსად უშვებს, მაშინ ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი?!

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით, არავითარი მომართვა არ შემოსულა და მე რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესების და კანონების მიხედვით. არ ვიცი ის რას ამბობს, მე გეუბნებით იმას, რაც სიმართლეა - არანაირი მიმართვა არ შემოსულა

სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე იმედი მაქვს, რომ ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.