06.მაისი .2020 21:20

თუ ნაკლები ბიუროკრატია იქნება, კრიზისული პერიოდის გადალახვას შევძლებთ - "რედკო"

views 614
უკან

„თუ ნაკლები ბიუროკრატია იქნება, კრიზისული პერიოდის გადალახვას შევძლებთ”, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. როგორც კუნელაური ამბობს, დღეს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ ის ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ბიზნესებს აქამდე აფერხებდა, მოიხსნას და ეს პროცესები ბევრად უფრო მოქნილი გახდეს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამშენებლო სექტორს კრიზისის დაძლევა გაუჭირდება.

“ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობს და არამარტო, მთავრობამ ძალიან სწრაფად და ეფექტურად უნდა შესთავაზოს გამოსავლისთვის ასეთი რამ - თუ ბიზნესმენს გააჩნია ფული და შეუძლია, რომ ამ გარდამავალ პერიოდში პროექტი დაიწყოს, ამისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს შექმნილი მობილური სამთავრობო კომისია, რომელიც დაეხმარება, ბიზნესებს, რომ მათ მაქსიმუმ 2-3 თვის განმავლობაში მიიღონ ნებართვა და განახორციელონ პროექტი, დაასაქმონ მუშახელი.

თუ ჩვენ შევქმნით ნაკლებ ბიუროკრატიას, ძალიან სწრაფად და კონკრეტულ მესიჯებს ვეტყვით სამშენებლო კომპანიებს, რომ ოღონდ თქვენ ფული დახარჯეთ, ოღონდ თქვენ ხალხი დაასაქმეთ და ჩვენ მოგცემთ სწრაფად პროექტებს და არ გაგაჩერებთ კაბინეტებში, დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი პროექტი დაიწყება და ამით კრიზისული პერიოდის გადალახვის საშუალება მოგვეცემა“, - აცხადებს კომპანია “რედკოს” პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური.