კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა “ანალიტიკის” ეთერში 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუკი წელს პანდემიის ახალი ტალღები არ იქნება, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება. ამასთან, მოლინეუსის თქმით, პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს საქართველო მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება.
“მინდა აღვნიშნო თუ რა რთული იყო უკანასკნელი წელი ეკონომიკურად საქართველოსათვის; ჩვენ ვიხილეთ, რომ 6.1%-ით შემცირდა ეკონომიკა, რაც საკმაოდ დიდი ვარდნა იყო. საქართველო არის მცირე ზომის, ღია და ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანა, თქვენი ეკონომიკა დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, თუმცა პანდემიამ ამ სფეროს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და ვნახეთ, რომ შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი. დაახლოებით, 5%-ით გაიზარდა სიღარიბე, 22% ფირმებისა დროებით დაიხურა. გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 62%-ს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, 2021 წელი და შემდგომი წლები იქნება აღდგენის წლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მარტში ეკონომიკა გაიზარდა 4%-ით. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ტრენდს გადასახადების შეგროვების და ენერგიის მოხმარების მიმართულებით. ყველა ეს ასპექტი მიანიშნებს აღდგენაზე. ჩვენი საბაზო პროგნოზით, წელს აღდგენა იქნება 4%, ხოლო 2022 წლის ბოლოს ველით COVID-19-მდე არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაბრუნებას, თუმცა საბაზო სცენარის გარდა არსებობს ნეგატიური და პოზიტიური სცენარებიც - ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე, გვექნება თუ არა პანდემიის ახალი ტალღები. ასევე ეს დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმითვე, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამისთვის კი სახელმწიფომ არაერთი ცვლილება უნდა გაატაროს. მათ შორისაა ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებისთვის მუშაობა, ქვეყნის სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის გამართვა.
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფოკუსირებული იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ბოლო 10 წელს რომ გადავხედოთ, COVID-19-ის კრიზისამდე, საქართველოს ჰქონდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 7%-ზე მეტი FDI. FDI, რომელიც საქართველოში შემოდის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ექსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ გაკეთებული გვაქვს მიმოხილვა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს, რათა FDI შემოვიდეს, ეს არის ბიზნესგარემო, დაბალი გადასახადები და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები. ეს არის ის სამი სფერო, რომელზეც უნდა იმუშაოს საქართველომ და რაც ინვესტორებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. პოლიტიკური სტაბილურობა, მუშახელის კვალიფიკაცია, ფიზიკური ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა - ამ კუთხით საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს", - ამბობს სებასტიან მოლინეუსი.
შეგახსენებთ, 2020 წლის განმავლობაში საქართველოში FDI 53%-ით შემცირდა და მხოლოდ $617 მილიონი დოლარი შეადგინა.
წელს საქართველოს მთავრობა 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავს, თუმცა უფრო პესიმისტურია სავალუტო ფონდის (IMF) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზები, რომლებიც საქართველოში წელს მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას პროგნოზირებენ. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 4.3%-ზე მაღლა გაზრდას განიხილავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი