მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ პანიკა იქნება, ვფიქრობთ, სების მხრიდან უნდა მოხდეს ინტერვენცია"

5e7c81d969644
ნინი ლონგურაშვილი
26.03.20 14:13
1073
"Galt&Taggart"-ის ეკონომისტებს ლარის ამ დონის გაუფასურება დაშვებული ჰქონდათ - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში "Galt&Taggart"-ის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

"როდესაც საგარეო შემოსავლების დანაკარგების წინაშე ვდგავართ, რა თქმა უნდა, გვაქვს ლარის ამ დონის გაუფასურება დაშვებული, ჩვენს შეფასებებში. ის 30%-იანი გაუფასურება, რაც ახლა არის, ეს დაშვება გვაქვს გაკეთებული. თუ პანიკური გაუფასურებები, ან პანიკა იქნება, ვფიქრობთ, რომ სებ-ის მხრიდან უნდა მოხდეს ინტერვენცია. შესაძლოა, პანიკურად ისე გართულდეს, პანიკამ უფრო დააზიანოს სხვადასხვა პარამეტრები - ეს არის ჩვენი დაშვება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სებ-ის ინტერვენციები", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.