მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პოლიციაზე იძალადებენ, სპეცრაზმი ყველაფერს გამოიყენებს - გომელაური "ნამახვანჰესზე"

60b4adad8a3f6
ინგა მურუსიძე
31.05.21 13:36
499
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტად საჭირო გახდება, სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებს.

მან საკითხის კომენტირებისას ასევე თქვა, რომ პოლიციაზე ძალადობის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში სპეცრაზმი ყველაფერს გამოიყენებს.

„უკვე რამდენიმე თვეა ადგილზე დგანან პოლიციელები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს ამ დრომდე ნამდვილად არ მომხდარა, იცავდნენ აქციის მონაწილეები დისტანციას და იყვნენ ძალიან წყნარად. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება, თუ დაბალი ჯებირი, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, ყველაფერს გამოვიყენებთ.

საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას, თუმცა ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ. სპეცდანიშნულების რაზმს აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა გომელაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა პროტესტის მონაწილეთა არშეშვების საკითხს "ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე. შს მინისტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ერთხელ ტექნიკა დაუწვეს კომპანიას, ასევე მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან.

„რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები“, - აღნიშნა მინისტრმა.