20.აგვისტო .2020 13:30

თუ რეკომენდაციებს არ დაიცავთ, მნიშვნელობა არ აქვს ბათუმში იმყოფებით თუ ნებისმიერ სხვა რეგიონში - ტიკარაძე

views 289
უკან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში მთავარი რისკი ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობაშია. მინისტრის თქმით, COVID-19-ით ინფიცირების ალბათობა დამოკიდებულია ამ მოთხოვნების დაცვაზე და არა იმაზე თუ რომელ რეგიონში იმყოფება მოქალაქე. 

„ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ვატაროთ ნიღაბი, დავიბანოთ ხელები და ყველა ამ რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს რეგიონს, ჩვენ ვიქნებით დაცულები. იმ შემთხვევაში, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, რისკი გვაქვს იგივე, რაც გვექნებოდა ბათუმში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაუცველობას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნება იმისთვის, რომ შესრულდეს რეკომენდაციები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა