21.აპრილი .2022 19:40

თუ რუსეთი ელექტროენერგიის ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს, საფრთხე არ გვემუქრება - ნარმანია

თუ რუსეთი ელექტროენერგიის ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს, საფრთხე არ გვემუქრება - ნარმანია
views 1004
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში საქართველოს ალტერნატიული ბაზრები გააჩნია.

“ენერგეტიკულად მხოლოდ რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული. ელექტროენერგიას ვიღებთ როგორც რუსეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ახლა უკვე იმ ფაზაში გადავდივართ, როცა ენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება. საკმაოდ წყალუხვი გაზაფხული იქნება და ჩვენი ჰიდროელეტროსადგურები იმდენ ენერგიას გამოიმუშავებენ რომ, სრულად დაკმაყოფილდეს მოთხოვნა. თუ დამატებითი სანქციები დაწესდება იმპორტზე, საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება, რადგან ალტერნატიული წყაროები გვაქვს, თუმცა ქვეყანა მაინც ეცდება უფრო მეტად დისტანცირდეს რუსეთიდან ენერგიის მიღებისგან. იაფი ენერგია როცა არის, გვაქვს ფუფუნება, მასზე უარი ვთქვათ და უფრო ძვირი ენერგია შემოვიტანოთ სხვა ქვეყნისგან”,-ამბობს ნარმანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა