ისედაც შეფერხებული რუსული გაზის მიწოდება თუ მთლიანად შეწყდება, გერმანიას რეცესია ემუქრება– ამის შესახებ სააგენტო Reuters გერმანიის მრეწველობის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის, ზამთარში ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად, კომპანიებს გაზის საცავების შევსებაში ფინანსურად დაეხმაროს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ბრძოლის ეპიცენტრში ენერგო საკითხები მოაქცია, ევროკავშირის ბალტიურმა ქვეყნებმა კრიზისთან გასამკლავებლად გარკვეული ზომები შეიმუშავეს. ომის დაწყებამდე ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებდა, გერმანია კი - 55%-ს. საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება ნახშირის ელექტროსადგურების დახურვის შესახებ.
გაზის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც ინფლაციისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაც გამოიწვია.
ცნობისთვის, გერმანიის მრეწველობის ფედერაციამ გასულ კვირას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საგრძნობლად შეამცირა. მათი ცნობით, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რეცესიას გარდაუვალს გახდის. რუსული გაზი ისევ უკრაინის გავლით, თუმცა შემცირებული ტემპით მიედინება, ხოლო Nord Stream 1 მილსადენი, რომელიც გერმანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბალტიის ქვეყნებზე გადის და ის 40%-იანი დატვირთვით მუშაობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი