მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საბერძნეთში ხართ და საქართველოში დაბრუნება გსურთ, ავიაბილეთები დღეიდან გაყიდვაშია

5e88ec1fc383c
თელარა გელანტია
05.04.20 00:16
3342
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისების ფარგლებში, 2020 წლის 7 აპრილს განხორციელდება თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენა.

საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways” და მასზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 5 აპრილს, თბილისის დროით 10:00 საათზე კომპანიის ვებ-გვერდზე.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

რეისი განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის დაცვით და მგზავრთა განლაგება მოხდება ე.წ. ჭადრაკისებრი პრინციპით.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო სამედიცინო კარანტინს.