"კრესტონ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი, გადაცემა „საქმის კურსში“ მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე ზრდის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით თუ საგადასახადო ტვირთი იზრდება, მაშინ ეს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.
„საგადასახადო კოდექსი, რომელიც არის კანონი, ამ კანონზე მაღლა მდგომი კანონია ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი, სადაც წერია, რომ თუ გადასახადის ზედა ზღვარის გაზრდა მთავრობას განზრახული ექნება, ეს აუცილებლად რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს.
არსებობს გამონაკლისებიც, დაუშვათ თუ არაუმეტეს 3 წლით უნდათ გაზრდა ან თუ მოხდა ერთი გადასახადის ჩანაცვლება მეორე გადასახადით, ამ შემთხვევაში გაზრდად არ ჩაითვლება, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში ხაზგასმით არის ჩანაწერი, რომ ასეთი ჩანაცვლების შედეგად საგადასახადო წნეხი არ უნდა გაიზარდოს და თუ საგადასახადო წნეხი იზრდება აუცილებელია ან რეფერენდუმის გზით წასვლა ან არაუმეტეს სამი წლის ვადით გაზრდა. ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ამ ჩანაცვლების შედეგად ზედა ზღვარი იზრდება ეს ან რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს, ან გაზრდა დროებით უნდა მოხდეს.
თუ ამით საგადასახადო ტვირთი იზრდება ეს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. იმედია ამაზე კანონპროექტზე მუშაობის დროს ნაფიქრი აქვთ, ამიტომ ჯონია კანონპროექტის საბოლოო რედაქციას დაველოდოთ“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ მოგების გადასახადი 20%-მდე ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც გაიზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამაც გააკეთა. მისი თქმით, დიახ, გადასახადი გაიზრდება და ზუსტად ეს უზრუნველყოფს ფისკალური დეფიციტის შემცირებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება