მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საპროცენტო განაკვეთებს გავზრდით, ეს ჩვენს კლიენტებს დეფოლტამდე მიიყვანს - "ემ ბი სი"

5ec138c705f78
ანუკა ჯოხაძე
16.05.20 17:20
1216
"თუ კრიზისულ სიტუაციაში საპროცენტო განაკვეთებს გავზრდით, ეს ჩვენს კლიენტებს დეფოლტამდე მიიყვანს“, - ამის შესახებ BM.GE-ისთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი”-ს გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც პეტრიაშვილი ამბობს, კომპანია “ემ ბი სი”-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის.

“ადგილობრივი ბანკები განიხილავენ ძალიან გაზრდილ რისკებს, შესაბამისად, სერიოზულად აწიეს საპროცენტო განაკვეთები, ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ჩვენ, მაგალითად, არც კი განვიხილავთ ვერსიას ჩვენი პროდუქტების გაძვირებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ შეტყობინებები თითქმის ყველა პარტნიორი ბანკისგან, რომ მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა, იმ საპროცენტო განაკვეთით დაგვაფინანსონ, რითაც გვაფინანსებდნენ პანდემიამდე; ჩვენ თუ გავზრდით კრიზისულ სიტუაციაში საპროცენტო განაკვეთებს, ეს, უბრალოდ, დეფოლტამდე მიიყვანს ჩვენი კლიენტების დიდ ნაწილს“, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.