მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ შეგვიძლია ქვეყანა ისე ვმართოთ, რომ ჭკუა ამერიკელებს და ევროპელებს არ დავეკითხოთ, კი ბატონო"

5e2b38c70f9c2
BM.GE
24.01.20 22:31
1029
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის თქმით, ინვესტიციებისთვის აუცილებელია რომ ქვეყანაში იყო პოლიტიკური სტაბილურობა. მისი თქმით, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და არ შეიძლება პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება იყოს მდგრადი. ამ საკითხზე ჭუმბურიძემ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მას არ ახსენდება „მსგავსი მძაფრი შეფასებები“.

„ქვეყანა აღმოჩნდა რთულ ვითარებაში. ჩვენ ვდგავართ დილემის წინაშე და თუ ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა ისე ვმართოთ, რომ არც ამერიკელებს დავეკითხოთ ჭკუა, და არც ევროპელების აზრი გავითვალისწინოთ, კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება და თუ ასეთი დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა გავხდებით, ეს მისასალმებელია.

მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებია ოკუპირებული, გჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და 30 წლის წინ ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა და ის დიდი სივრცე, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია.. და სწორედ ამერიკელები და ევროპელები გვეხმარებიან, რომ ამ რთული ვითარებიდან როგორმე ამოვძვრეთ და რაღაც ერთგვარ წარმატებას მივაღწიოთ, ან მაშინ ჩვენ თვითონ უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა ისე, რომ არავის დავეკითოხთ, ან უნდა გავითვალისწინოთ მათი რჩევები“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.