მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ შეთანხმება შესრულდება, მედიაციის პროცესს გავაგრძელებთ –გოლეთიანი

60c4e206c99a1
BM.GE
12.06.21 20:30
818
თუ შეთანხმება შესრულდება, მომდევნო პარასკევს მედიაციის პროცესს გავაგრძელებთ,– ამის შესახებ რიონის ხეობის მცველების აქტივისტმა ვარლამ გოლეთანმა განაცხადა. ნამახვანჰესთან დაკავშირებით 3 საკითხზე რიონის ხეობის მცველები და ხელისუფლების წარმოამდეგნელბი დღეს შეთანხმდნენ. შეხვედრა მედიაციის ფარგლებში მოხდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრმა ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველი შეხვედრა სწორედ დღეს ჩაატარა.

“გვაქვს გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ხელისუფლებას დაევალდებულა კონკრეტული პირობების შესრულება”,– აცხადებს ვარლამ გოლეთიანი და აღნიშნავს, რომ მედიატორის როლი მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანია, რამდენადაც აქამდე მხარეები მსგავს შეთანხმებამდე ვერ მიდოდნენ.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ და საპოლიციო ძალები გავიდნენ. თუმცა, ის ამბობს, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ არა უმაღლესი თანამდებობის პირები, ვისაც უშუალოდ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ მინისტრის მოადგილეები, რომლებმაც განხილულ საკითხებზე მინისტრების პოზიცია უნდა მოისმინონ.

“ჩვენ ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბარიკადები უნდა იყოს აღებული და პოლიცია გაყვანილი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ადგილზე. მეორე ნაწილში, რაც გულისხმობს სამუშაოების შეჩერებას დავალოდებით შემდეგი პარასკევიდან”,– აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.