მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ უსაფრთხოების წესები დაცულია, საქნახშირის მოპოვებისას რისკები მინიმალურია - მიხაილ სოცკი

610508705ae40
ინგა მურუსიძე
01.08.21 16:20
936
საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი აცხადებს, რომ როცა შახტში უსაფრთხოების წესები დაცულია, ნედლეულის მოპოვება ყველაზე სარისკო საქმედ ნამდვილად არ ითვლება.

ასე უპასუხა მან Forbes-კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში დასმულ კითხვას, თუ როგორია „საქნახშირში“ ახალი მენეჯმენტის პირობებში უსაფრთხოების საკითხების მართვა.

„მე მას ყველაზე სარისკო საქმედ ნამდვილად არ მოვახსენიებდი, რადგან თუ უსაფრთხოების წესები დაცულია და კარგად კონტროლდება, რისკები არის მინიმიზებული. ჩვენ საქნახშირის მენეჯმენტში როცა შევედით, პირველ რიგში, სწორედ ამ თემას მივხედეთ და ელექტრონული მონიტორინგის სისტემა დავნერგეთ. ეს სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ჩვენ პრაქტიკულად სრულად აღვადგინეთ, შევავსეთ კომპიუტერული პროგრამებით და ვიზუალური კონტროლით, რის შედეგადაც დღეს ნებისმიერი გადაადგილება შახტში კონტროლირებადია. ყველა სამთოელს ინდივიდუალურად აქვს GPS-ი და რეალურ დროში ვხედავ ვინ სად არის სამუშაოს დროს. არანაირი აფეთქება არ არის დაშვებული შახტში, თუ ერთი მეშახტე მაინც არის პერიმეტრზე და მაკონტროლებელი სისტემები უზრუნველყოფს, რომ ფიზიკურად არანაირი მოქმედება არ მოხდება“, - განაცხადა სოცკიმ.

კითხვაზე, მითია თუ არა, რომ სამთოელი სარისკო პროფესიაა, სოცკი პასუხობს, რომ თუ უსაფრთხოების სისტემებს სკულპულოზურად მივუდგებით და ყველა წესი იქნება ყველას მხრიდან დაცული, როგორც მენეჯმენტის, ისე დასაქმებულის მხრიდან, რისკები არის მინიმალური.

რაც შეეხება თავად სამთოელის პროფესიას, მიხაილ სოცკი ფიქრობს, რომ ეს საქმე ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო და მოთხოვნადი შეიძლება გახდეს.

„სინამდვილეში ეს საკმაოდ მრავალწახნაგიანი თემაა. იმიტომ რომ შახტის მუშაობის პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, ფინანსური საკითხიც შეიძლება მოგვარდეს, ეს გათვლადია, ამისთვის საჭიროა გქონდეს საკმარისი გამოცდილება, რესურსები და მოაგვარებ. ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია და ჩემთვის მაგალითად განსაკუთრებულ რისკებს არ შეიცავს. თუმცა კვალიფიციური კადრების საკითხი არის საკმაოდ რთული, მიუხედავად იმისა, რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ეს საკითხი სწრაფად ვერა, თუმცა აუცილებლად გადაწყდება.