18.ივლისი .2022 14:40

თუ ვინმეს ტყის ფონდი უკანონოდ აქვს დაკავებული, ეს დარღვევაა - მინისტრი რაჭის ტყეზე

თუ ვინმეს ტყის ფონდი უკანონოდ აქვს დაკავებული, ეს დარღვევაა - მინისტრი რაჭის ტყეზე
views 443
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რაჭაში, სოფელ უწერას მოსახლეობის მიერ გამართულ პროტესტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი.

მისი თქმით, თუკი მოქალაქეებს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უნებართვოდ აქვთ დაკავებული, ეს არის დარღვევა და შესაბამისი უწყებების მხრიდან შესაბამისი ზომები გატარდება.

“თუ ვინმეს ტყის ფონდის მიწა დაკავებული აქვს უკანონოდ და ამის უფლება არ აქვს, ეს არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით გატარდება ზომები. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რაჭაში თუ სხვა რეგიონში,” - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შაბათს გამოცემა “მთის ამბებმა” გამოაქვეყნა რაჭაში, სოფელ უწერას 20-მდე ოჯახის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია. აქციაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ 2020 წელს მათ საჯარო რეესტრმა კონკრეტული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაურეგისტრირა, თუმცა ახლა პროკურატურამ ეს ტერიტორიები დააყადაღა და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა