სამშენებლო სექტორის და სამშენებლო მოლების გახსნის მიუხედავად, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო ბაზრობა დაკეტილია. როგორც bm.ge-ის ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა, ისინი ბაზრობის გახსნას დღეს ელოდნენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, ბაზრობის გახსნის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
ამასთან, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩანიშნულია შეხვედრა ბაზრობის რამდენიმე ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, სადაც სავარაუდოდ, სწორედ ბაზრობების გახსნაზე იქნება საუბარი.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ალოგიკური. გაიხსნა სამშენებლო ჰიპერმარკეტები, მოლები, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი ალბათობაა და რისკია და სამშენებლო ბაზრობა, როგორიც არის "ელიავას ბაზრობა", ჯერჯერობით, არის დაკეტილი, სადაც ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსია, რადგან აქ არის მცირე და საშუალო მაღაზიების კრებული, რომელიც გამოდის ფაქტობრივად, შიდა ეზოებზე, შიდა ქუჩებზე და ალოგიკურად მიმაჩნია, თუ სამშენებლო სექტორი იხსნება, ხსნიან სამშენებლო მოლებს, რატომ არის სამშენებლო ბაზრობა დაკეტილი?!“ - აცხადებს თეა ანდრიაძე.
მისი თქმით, ბაზრობაზე 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული - ისინი დახურვის პირობებში შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.
"მოვაჭრეებიც ძალიან აღშფოთებულები არიან... რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი იყო, დღეს იგეგემებოდა ჩვენი ბაზრობის გახსნა, თუმცა დღის ბოლომდე კიდევ არის დრო. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ახლა, რაც ხდება არის სრულიად ალოგიკური. ელიავაზე ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ხომ არ ვაჭრობენ, აქ ხომ იგივე მასალით ვაჭრობენ, რითაც "ბრიკორამაში", "გორგიაში"... ღია სივრცეა და ვერ გავიგე რაშია პრობლემა. ვნახოთ, რას იტყვიან... სადაც მეტი რისკი იყო, ყველაფერი გახსნეს და სადაც ნაკლები რისკია, ჯერჯერობით, დაკეტილია", - აცხადებს ანდრიაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი