მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ზამთრის საბურავები არ გვაქვს, გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ“ - კალაძე მძღოლებს მიმართავს

602cc4f390949
ინგა მურუსიძე
17.02.21 11:22
1377
ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც ზამთრის საბურავები არ აქვთ, თბილისის მერი სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა. მისი თქმით, გუშინ ღამიდან მოყოლებული, ამ დრომდე "თბილსერვისის" თანამშრომლები ქალაქში ტექნიკურ მარილს ყრიან.

„ახლაც მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა და გზების გაწმენდითი სამუშაოები. პროცესი მთელი დღე გაგრძელდება. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები, რადგან ავტომობილების გამო ჩაიხერგა. ეს ხდება იმ ავტომობილების გამო, რომლებსაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ. მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილების მძღოლებს, ვისაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საზოგადოებას პრობლემებს უქმნის“, - განაცხადა კალაძემ.