მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TUI Airways-ის ეკიპაჟი და 193 მგზავრი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი - CNN

5f4d053f143ec
ნათია თაქთაქიშვილი
31.08.20 18:34
998
მას შემდეგ, რაც TUI Airways-ის 7 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეკიპაჟი და 193 მგზავრი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანია TUI Airways-ი რეისს საბერძნეთიდან უელსის მიმართულებით ასრულებდა. ფრენა 25 აგვისტოს განხორციელდა.

გამოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მგზავრი სტეფანი უიტფილდი აცხადებს, რომ ავიაკომპანიაში ჰიგიენის ელემენტარული ნორმები არ იყო დაცული და მგზავრებმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ნიღბები მოიხსნეს.

TUI Airways-ის პრესამსახურის წარმომადგენელი მგზავრის ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "მგზავრების უსაფრთხოება ავიაკომპანიისთვის უპირველესია და  ქალბატონი უიტფილდის ბრალდებების გამო სწუხან“.

„ჩვენი ეკიპაჟი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის დატრეინინგებული და ზუსტად მიჰყვება იმ გაიდლაინებს, რომელიც European Union Aviation Safety Agency (EASA)-ის მიერ არის დაწესებული. მგზავრებს ჩასხდომამდეც და ბორტზე ასვლის შემდეგაც ვაფრთხილებთ, რომ აუცილებლად გამოიყენონ ნიღბები“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანიის ცნობითვე, მგზავრებს ნიღბის მოხსნის უფლება მხოლოდ საკვების და სასმელების შეძენისას აქვთ.