მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუკი წელს GMP სტანდარტზე გადასვლა გადავწყვიტეთ, გადავადება აღარ იქნება" - მინისტრი

5e2eb8bd8d646
ინგა მურუსიძე
27.01.20 15:05
1107
თუკი წელს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სტანდარტზე გადასვლა გადავწყვიტეთ, გადავადება აღარ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ფარმაცევტულ კომპანიებთან მუშაობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ერთობლივად გამოცხადდება.

„GMP სტანდარტზე გადასასვლელად ფარმაცევტულ კომპანიებს ინფორმაცია გააჩნიათ უკვე წლებია და უკვე წლებია აქვთ საშუალება, რომ ამისთვის მომზადებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს გადავიდეთ GMP სტანდარტზე, ვადის გადაწევაზე საუბარი აღარ იქნება. ვმუშაობთ მათთან მჭიდროდ და ამის შესახებ მოგახსენებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: 2019 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა ნებაყოფლობითი გახდა.  კერძოდ, სადისტრიბუციო კომპანიებს მხოლოდ GDP სტანდარტი უნდა ჰქონდეთ, ხოლო მწარმოებელ კომპანიებს უნდა ჰქონდეს როგორც GMP, ასევე GDP სტანდარტი.