მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურაგენტი, რომელიც ტურებს აშშ-ის პრეზიდენტებისა და მსოფლიო ლიდერებისთვის გეგმავს

6182c015a8fb6
მარიამ ადამია
04.11.21 00:30
696
2015 წელს, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ეთიოპიაში მოგზაურობდა, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც ერთ-ერთ ძველ ქრისტიანულ სოფელში ლალიბელაში, ათასობით ბავშვი ბუშს, მისივე საყვარელი სპორტული გუნდის ფორმაში გამოწყობილი დახვდა და თბილად გაუმასპინძლდა.

ფაქტს ჟაკლინ სიენნა ინდია იხსენებს, რომელმაც უშუალოდ ეს და კიდევ არაერთი მოგზაურობა დაგეგმა  პრეზიდენტებისა თუ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანებისთვის. მის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, სიენნა ინდიამ გავლენიანი ადამიანების ნდობა ტურაგენტმა სწორედ ასეთი პატარა, ემოციური და დაუვიწყარი სიურპრიზებით დაიმსახურა. ასევე მთავარ კრიტერიუმებად სახელდება: ექსკლუზიურობა, უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და ყველა ის აუცილებელი ელემენტი, რასაც მსოფლიოს ლიდერები ელოდებიან მოგზაურობის დროს.

თავად ბუში კი, არც პირველი და არც უკანასკნელი პრეზიდენტია, რომელთანაც ინდიას უმუშავია. 2012 წელს მისმა სააგენტომ ზუსტად 100 ტური დაგეგმა, სულ მცირე 15 პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის და თითოეულს ინდივიდუალური, პირად ინტერესებსა და ემოციებზე მორგებული პაკეტი შესთავაზა. მან მიაგნო ყველა იმ ღირებულებებს, რაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და შემოსავლიან ადამიანებს მოსწონთ, რაც მათ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და მოგონებებს დაუტოვებს. ამიტომაც ანდობენ გავლენიანი პირები მას თავიანთ უქმეებს.

ძვირად ღირებული მოგზაურობის დაგეგმვის მიმართულებით ინფორმაცია ინდიამ წლების განმავლობაში აგროვა. ისწავლა ხელოვნების ისტორია, ფსიქოლოგია, გაიარა უამრავი ტრენინგი და კურსი, იმის გასაგებად, თუ რა სურთ მდიდრებს და მიზანსაც მიაღწია. მას ესმოდა თითოეული ადამიანის საჭიროების შესახებ, უთქმელად ცნობდა სხვების გემოვნებასა და ინტერესებს და ამ ყველაფერს ითვალისწინებდა დაგეგმვისას. წარმატებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ „ფუფუნების“ ტურიზმში მომსახურების დონის განვითარება იმ დროისთვის შეფერხებული იყო და მან გადაწყვიტა ახალი სიტყვა ეთქვა ამ სამყაროში.

ამბობს რომ იმ დროისთვის, მდიდარი ადამიანები სამ საათს ისხდნენ რესტორანში და 5-10 ათას დოლარს ხარჯავდნენ, შემდეგ კი წავიდოდნენ იტალიაში ან საფრანგეთში, სადაც 100 ათას დოლარს დახარჯავდნენ ტურში, რომელიც ფაქტობრივად არაფრის მომცემი იყო, არანაირ ემოციას არ ტოვებს და რაც მთავარია დაგეგმილი იყო აგენტის მიერ, რომელიც თავად არ ყოფილა იმ ადგილებში. ეს მიდგომა, სწორედ ინდიამ შეცვალა და მომხმარებლებს ალტერნატივა შესთავაზა. ასე დაიწყო კლიენტის ყველა სურვილის ასრულება და ემოციური ტურების დაგეგმვა ყველაზე შორეულ მხარეებშიც კი. ამბობს, რომ მას ყველაზე გიჟური იდეის განხორციელებაც შეუძლია, ყველაზე ძნელად მისაღწევ ადგილებშიც კი.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, პანდემიას ხელი არ შეუშლია ულტრა-მდიდარი და ელიტური მოგზაურობების კუთხით და ბოლო 6 თვის განმავლობაში, მაგალითად ფიჯის კუნძულებსა და ტაილანდში უკვე დაიწყო პირადი თვითმფრინავებით გადაადგილება. ადამიანები მზად არიან გადაიხადონ განუსაზღვრელი რაოდენობის ფული იმაში, რაც სურთ.