10.სექტემბერი .2019 08:00

ტურბულენტურ ზონაში თვითმფრინავის 8 მგზავრი მძიმედ დაშავდა

views 511
უკან

ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, Eurowings-ის თვითმფრინავის რვა მგზავრი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.


როგორც გერმანული მედია სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე დაყრდნობით იუწყება, ერთ მგზავრს თითების მოტეხილობა, რამდენიმეს კი, თავის ტრავმა აქვს მიღებული. დაშავებულები ამ დროისათვის, კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ადგილობრივი პრესის ცნობით, შემთხვევა A 319 ტიპის ლაინერში ბერლინის ტეგელის აეროპორტში დაშვებამდე 20 წუთით ადრე, 9000 მეტრ სიმაღლეზე მოხდა.


როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში განარტეს, დაშვებამდე 20 წუთით ადრე თვითმფრინავე სქელ ღრუბლებში აღმოჩნდა, კაპიტანმა გამაფრთხილებელი განცხადება ღვედების დაამაგრების შესახებ დროულად გააკეთა, მგზავრებმა, რომლებიც აღნიშნული მითითებას არ დაემორჩილნენ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.