„საქართველოში ტურიზმის სექტორში დასაქმებულს ვარქმევთ ყველას, მათ შორის ტაქსის მძღოლს, რომელიც ავტომობილს დააწერს „Туры по Грузии“ და არაპროფესიონალურად მოატარებს ტურისტებს დაზეპირებულ მარშრუტზე, ზედაპირულად მოუყვება ისტორიას და დააბრუნებს სასტუმროში - ეს ეპოქა პოსტ-პანდემიურ ვითარებაში ნაწილობრივ დასრულდა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს ტენდენცია ჩანაცვლდეს იმ ინტელექტუალური ბირთვით, რომელიც არსებობს საქართველოში გიდების სახით და რომელიც დღეს მეტად გამოაშკარავდა,“ - ამის შესახებ Bmg-სთან ტურისტულმა გიდმა, ლელა გიორგაძემ ისაუბრა.
„გარკვეული პერიოდის მანძილზე საქართველოში გაიზრდება ფასები მოგზაურობაზე და როცა ფასი იზრდება, სამოგზაუროდ მიდის მხოლოდ ის, ვისაც უღირს და იცის სად მიდის. შესაბამისად გავდივართ ისეთ ტურისტზე, რომელიც არის გონიერი, ეთიკური და პასუხისმგებლიანი. წინასწარ აცნობიერებს სად მიდის და ამიტომაც პანდემიამ გაცხრილა არა მხოლოდ დასაქმებული კადრები ტურიზმის სექტორში, არამედ თავად ტურისტები და ახლა ჩვენთან უკვე აღარ ჩამოვლენ ის ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო Check in-ი მსოფლიოს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში. ამიტომაც უნდა მოვემზადოთ მეტად ინტელექტუალური ტურისტების მისაღებად“ - აღნიშნა ტურისტულმა გიდმა.
გიორგაძის თქმით, პანდემიის პერიოდი ეფექტიანად უნდა გამოიყენოს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორმა, რომ მოწესრიგდეს არსებული პრობლემები, თუნდაც საპირფარეშოები, ასევე ინფრასტრუქტურა და მომსახურების სექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ ხარისხს, რაზეც ვაკეთებთ აქცენტს და ისევ დავრჩებით „Туры по Грузии“-ის მქონე სექტორის ამარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ