სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებლის, ირაკლი გურჩიანის თქმით, 20 დეკემბრისთვის სვანეთის სასტუმროების უმრავლესობა თითქმის 100%-ით წინასწარ იყო დაჯავშნილი, 22-23 დეკემბრიდან კი რეგიონი დაცარიელდა.
“ტერორისტული აქტის ტოლფასი იყო ჩვენთვის, ის რაც მოხდა. ჩააბნელეს მთელი სვანეთი და გამომდინარე იქიდან რომ გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგიაა, სასტუმროები გაიყინა. ვინც ჩამოსული იყო წავიდა, ხოლო ვინც სიახლე გაიგო, გააუქმა ჯავშნები,” - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ტურისტებმა სვანეთში მოგზაურობა ნელ-ნელა დაიწყეს, თუმცა დამსვენებლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივია.
“ტურისტები ფაქტობრივად არ გვყავს, ძირითადად შიდა ტურიზმზე ვმუშაობთ, რადგან დანარჩენ მთის კურორტებზე, ანუ გუდაურსა და ბაკურიანში საკმარისი თოვლი არაა, ამიტომ ისინი, ვისაც სრიალი უნდა, მესტიისკენ მოდის”, - აღნიშნა სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების წარმოება და ამ მიზეზით ელექტროენერგიის შეწყვეტის პრობლემა, მესტიაში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად დგას. ამის საფუძველი შეიძლება ითქვას, რომ სვანეთის ელექტროენერგიის უფასოდ მომარაგებაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან მოყოლებული, სვანეთის მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. უფასო ელექტროენერგიამ კი კრიპტოვალუტის წარმოება წაახალისა, რის გამოც დეკემბრის ბოლოს მესტია ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი