31.დეკემბერი .2021 20:00

„ტურისტები გვყავდა, მაგრამ სიცივის გამო უკან გავაბრუნეთ” - სასტუმრო მესტიაში

„ტურისტები გვყავდა, მაგრამ სიცივის გამო უკან გავაბრუნეთ” - სასტუმრო მესტიაში
views 579
უკან

ბოლო რამდენიმე კვირაა მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგება შეფერხებით მიეწოდება. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტას აწარმოებს, ანუ მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას მოითხოვს. ამ მზარდ დატვირთვას კი ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებენ, რამაც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ელექტროენერგია რამდენიმე დღის წინ სასტუმროებსა და საბაგიროებსაც შეუწყდა, რამაც კოვიდ-პანდემიით შეზღუდული ზამთრის ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დაამძიმა.

„ტურისტები გვყავდა, მაგრამ სიცივის გამო უკან გავაბრუნეთ” - ამბობს bm.ge-სთან სასტუმრო „ბაპშას“ დამფუძნებელი.

თამარ ნაგურიანის შეფასებით, „სვანეთის პრობლემები, მთელი ტურიზმის პრობლემაა“.

"წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონი ცუდად დაიწყო. სეზონის გახსნაც ძალიან გადაიდო, რადგან ელექტროენერგიის პრობლემები გვაქვს. სვანეთის პრობლემები, ვფიქრობ, მთელი ტურიზმის პრობლემებია, რადგან დღეს ჩემს საოჯახო სასტუმროში გვყავდა ტურისტები, რომლებიც 2 წელია ჩვენთან დადიან, მაგრამ უკან გავაბრუნე, რადგან მათ ვერ ვეტყვი, რომ დაისვენონ გაყინულ ოთახებში, სადაც მინუს 20 და 30 გრადუსია. როგორც კი გათბობის ჩართვის საჭიროება დადგა, საგრძნობლად დაეტყო ჩვენს რეგიონს ელექტროენერგიის პრობლემა. ჯერ ღამით დაიწყო გათიშვები - ღამის 1 საათიდან დილამდე დენი არ გვქონდა. ახლა უკვე დღისითაც ითიშება. გუშინ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩვენს ოჯახს დენი არ აქვს“, - საოჯახო სასტუმრო "ბაპშა"-ს დამფუძნებელი.

აღსანიშნია, რომ გუშინ, მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა პირობა დადეს, რომ მაინერებს გამორთავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა