მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტები ჯავშნებს მასობრივად აუქმებენ - მაია სიდამონიძე

60edc99ca711e
მარიამ ადამია
14.07.21 00:00
5216
“პროთრეველ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორის, მაია სიდამონიძის თქმით, პანდემიის პირობებში, ტურიზმის ინდუსტრია და საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში ძლივს წამოვიდა პოზიტიური ტენდენციისკენ, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, სასტუმროები ისევ ინტენსიურად იღებენ გაუქმებულ ჯავშნებს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან და ეს არ არის ერთჯერადი. ჩამოსვლები მასობრივად უქმდება.

“ამ ქვეყანაში არა თუ ტურისტები, ადგილობრივი მოქალაქეებიც ვეღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და როგორც ბოლო პერიოდის მოვლენებიდან ვნახეთ, ძალადობიდან და ხელისუფლების უნიათობიდან განპირობებული, ადამიანის სიცოცხლე აღარ არის ღირებული და როგორ ძალიანაც არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს საერთაშორისო იმიჯს, ფაქტები მაინც თავისას მეტყველებს. ვერ დავმალავთ ძალადობის კადრებს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რაც დღეს რეალურად იწვევს ტურისტების, ინვესტორების შეშინებას, ჯავშნების გაუქმებას და მომავალში კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს” - აღნიშნა სიდამონიძემ გადაცემა “საქმიან დილაში”.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტურისტების ქვეყნიდან გადინება და ჯავშნების გაუქმება 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი დაჭ­რის შედეგად მასობრივად დაიწყო. მა­მა­კაცს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნეს. პა­ცი­ენტს რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია. შსს-მ მომ­ხდა­რი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა და ერთი პირი და­ა­კა­ვა.