მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტები რომელთაც ბოლო 72 საათში PCR ტესტი არ ექნებათ გაკეთებული ქვეყანაში ვერ შემოვლენ - პრემიერი

5ece957b6d380
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 20:08
5190
საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 72 საათით ადრე COVID-19-ის PCR ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ე.წ. "მწვანე დერეფნების" დანერგვაზე მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ვიზიტორთა COVID სტატუსს გააკონტროლებს. 

"საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72-საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში უკვე კოვიდ პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით, ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული,"- განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიას თქმით, ამით საქართველოს ტურისტული ბრენდის სიძლიერე გაიზრდება. 

"ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას, უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც Covid Free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა. უნდა გავაძლიეროთ. ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე და ტურიზმში ამის გაკეთება შეგვიძლია" - თქვა გახარიამ.

ამ პროგრამის დეტალების შესახებ ჯერ-ჯერობით მეტი დეტალი არაა ცნობილი.