16.მაისი .2021 18:16

ტურისტების მოსაზიდად საქართველო დუბაის ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

ტურისტების მოსაზიდად  საქართველო დუბაის ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
views 320
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „ATM Dubai“ მონაწილეობს.

გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: „WST Georgia“, „Guide of Georgia“, „Georgian Holidays“, „Voyager“, „Travel to Georgia 2010“,“ Arrival DMC“ და სასტუმრო „The Biltmore Hotel“ არიან წარმოდგენილები.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს მართავს, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან.

არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. დუბაის გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი საშუალება ექნებათ ახალი კონტაქტები დაამყარონ და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებს.

დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა