მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტების მხრიდან კოვიდდაზღვევაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არის” - "ჯიპიაი ჰოლდინგი"

6171a04867a6c
ანუკა ჯოხაძე
21.10.21 23:30
637
გასული წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობა სადაზღვევო სექტორთან ერთად ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდდაზღვევის შემოღებას გეგმავდა. თუმცა როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილია, მთავრობამ ტურისტებისთვის კოვიდდაზღვევის სავალდებულო ფორმით შემოღება გადაიფიქრა. ინფორმაცია BM.GE-ის დაუდასტურეს ჯანდაცვის სამინისტროშიც.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულიდან სადაზღვევო კომპანიებმა უკვე დაიწყეს კოვიდ დაზღვევის პაკეტების შეთავაზება, როგორც შემომსვლელი, ისე გამსვლელი ვიზიტორებისთვის.

როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამთა ყიფიანი აცხადებს, მოთხოვნა ტურისტების მხრიდან აღნიშნულ პაკეტზე პრაქტიკულად არ არის. მისი განმარტებით, ეს პროდუქტი ძირითადად იმ ქართველებზე იყიდება, რომლებიც სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში მიდიან.

“ქართველები, როცა მიდიან სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ აქტიურად იყენებენ კოვიდ დაზღვევის პაკეტებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გაყიდვების კარგი მაჩვენებელი გვაქვს. თუმცა როცა უკვე საუბარი ეხება შემომსვლელ ტურისტებს, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აეროპორტში იყიდება ჩვენი პროდუქტი და ტურისტულ სააგენტოებსაც აქვთ საშუალება რომ ის ტურისტებს შესთავაზონ, ამის მიუხედავად, ტურისტების მხრიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდ დაზღვევაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არის. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ არ არის ტურისტებისთვის კოვიდ დაზღვევის შეძენა სავალდებულო.” - აცხადებს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამთა ყიფიანი.